გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა.
ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°;
მთაში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +25, +30°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15°, დღისით +33°.