“თუ ჩემი ლანძღვა-გინების ტალღა ატყდა იცი რითი ვგრძნობ? ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ” – როგორ რეგიარებს ნინო სუხიშვილი კრიტიკაზე და რას ყვება “Tbilisi Open Air”-ის სცენაზე მის სიტყვაზე, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა
შეგახსენებთ, ნინო სუხიშვილმა Tbilisi Open Air-ზე გამოსვლისას თქვა: “ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო – ენა, მამული, სარწმუნოება…“
აღნიშნულმა ნათქვამმა დაბნეულობა გამოიწვია. გაუგებარი აღმოჩნდა, კონკრეტულად ვის გამოსვლას გულისხმობადა ნინო სუხიშვილი. ზოგს ეგონა, რომ მას ჰომოფობიის წინააღმდეგ ნამღერი ტექსტები არ მოეწონა, ზოგს კი სხვა ვერსია ჰქონდა.
