Tuesday, June 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივიღეთ დიდებული გადაწყვეტილება”- ტრამპი განცხადებას ავრცელებს

June 9, 2025
ტრამპმა არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროგრამების ფედერალური მხარდაჭერა შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

„ჩვენ მივიღეთ დიდებული გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში ძალადობრივ, წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. ძალიან არაკომპეტენტური „გუბერნატორი“, გევინ ნიუსომი და „მერი“, კარენ ბასმა, უნდა ამბობდნენ „გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ შესანიშნავი ხართ. ჩვენ არაფერი ვიქნებოდით თქვენ გარეშე, სერ“. ამის ნაცვლად, ისინი ირჩევენ, მოატყუონ კალიფორნიისა და ამერიკის მოსახლეობა, რომ ჩვენ არ ვიყავით საჭირო და რომ ეს არის „მშვიდობიანი პროტესტი“. ძალადობის, განადგურების სურათებისა და ვიდეოების მხოლოდ ერთი ნახვა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რათა ერთად შევძლოთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები პარასკევს დაიწყო. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.

შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები.

ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა. მან აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება.ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 400-მდე ადამიანი.

მოგვიანებით, კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა თქვა, რომ მან ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, გააუქმოს ბრძანება ლოს-ანჯელესის ოლქში ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ, რადგან მისი აზრით, ეს უკანონობაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს გარდაუვალია… მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
  • ცნობილი მწერალი გარდაიცვალა
  • ცნობილია, ვინ შეცვლის ვაჟა სირაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge