Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს

June 7, 2025
ამ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

თბილისის მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის, 09:00 საათიდან, აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად.

უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით. კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.

„გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც. კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 – ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით – გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუ მიმართულებისას, მარშრუტები მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუ მიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge