აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ავტომობილი ჯერ კიდევ თეთრი სახლის ტერიტორიაზე დგას.
ტრამპმა მასკის კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მარტში Tesla-ს აქციების დაცემის ფონზე იყიდა. ამ ნაბიჯით თეთრი სახლის ლიდერს კომპანიისთვის მხარდაჭერის გამოცხადება სურდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის უთანხმმოება ამ უკანასკნელის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო. ილონ მასკმა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ ილონით იმედგაცრუებულია.