აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ილონ მასკზე წერს:
“ილონი მოთმინებას მაკარგინებდა, მას წასვლა ვთხოვე, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა და რომლებიც ისე არავის უნდოდა. ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” – წერს ტრამპი.
ილონ მასკმა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ ილონით იმედგაცრუებულია.