ბათუმის აეროპორტში დღეს, 6 ივნისს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:30 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მათივე ცნობით, თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 10:12 საათზე დაჯდა.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი „ქარის უეცარი ცვლილება გახდა“.