ვერძი
დღეს ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილის საათებში დაგეგმოთ, როცა წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.
კურო
დღეს, საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და რაც მთავარია, დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ.
ტყუპები
გირჩევთ მძიმე სამუშაოს მოერიდოთ და რაც შეიძლება ადრე დაიძინოთ. ამ დღეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
კირჩხიბი
ალბათ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, სასურველია, რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. სავარაუდოდ, უფროსებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად იმოქმედოთ.
ქალწული
გირჩევთ, სამსახურში დაგვიანებას მოერიდოთ, რადგან შესაძლოა, ამან თქვენს კარიერას წერტილი დაუსვას. ნუ გამოიჩენთ უმადურობას ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე წინსვლაში დაგეხმარათ.
სასწორი
სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება – დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა.
მორიელი
პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. საქმე საკმარისზე მეტი გაქვთ, მაგრამ ამ დღეს სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.
მშვილდოსანი
არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. გირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თხის რქა
გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ნაკლები. ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ.