ხაშურში 9 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ოჯახის მეზობლები ამბობენ, ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.
“ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ აქვს ნაჭამი. ნაჭამი აქვს სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი, მგონი ძეხვიც. აიღეს ნიმუშები. პასუხს ელოდებიან ექსპერტიზის. ბავშვის დედა კომაშია, გულია ცოტა დაზიანებული. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და მერე უფრო იმოქმედა ალბათ გულზე ამან” – ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსნებთ, რომ ხაშურში ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 9 წლის ბიჭი. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. მომხდარზრ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.