3 ივნისს თურქეთში, ტრაბზონში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. წვიმის შედეგად ერთი ადამიანი დაიკარგა.
დღეს, ტრაბზონში დილიდან ეძებენ 72 წლის ადამიანს, რომელიც წვიმის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები მონაწილეობენ.
თურქული მედიის ცნობით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ტალახის გასაწმენდად.