ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალური ქსელით დეპუტატ მარიამ ლაშხს მიმართავს და მას მონას უწოდებს.
მონა ხარ, ქალო, მონა!
მიდი ახლა, მიჩივლე 
სამარცხვინო დედაკაცი ხარ! პატარა გოგოები როგორ დააჭერინე ციხეში
მონა ხარ!”- წერს ინგა გრიგოლია.
დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.
