Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კომუნისტების მსგავსად მოქმედებენ… – კვესიტაძის გადაცემაში რუსეთის აგენტად, ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს – მათ არ სურთ სიმშვიდე…” – მამა შალვა კეკელია

October 28, 2021
“კომუნისტების მსგავსად მოქმედებენ… – კვესიტაძის გადაცემაში რუსეთის აგენტად, ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს – მათ არ სურთ სიმშვიდე…” – მამა შალვა კეკელია

როგორც კომუნისტები აკეთებდნენ, ადამიანების გულებში ყოველდღიურად შხამს რომ აწვეთებდნენ და ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობდნენ – ასეთივე პროპაგანდა, ბრძოლაა დღეს ეკლესიის წინააღმდეგ.  ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ, რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ანადგურებენ სასულიერო პირების რეპუტაციას, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არასდროს ჩავრეულვარ საარჩევნო კამპანიაში, ან ვინ ვის უნდა მისცეს ხმა – ამაზე არასდროს მისაუბრია. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი, რომელი პარტიიის მხარდამჭერია, მაგრამ დღეს და ამ ბოლო წლების განმავლობაში, რასაც ვუყურებთ, ამის გამო, სასულიერო პირებს ჩვენი პოზიცია გვაქვს. 

 ბოლო წლებში განსაკუთრებულად გამწვავდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ – გასაგებია, რომ არიან სასულიერო პირები, რომლებიც არ იქცევიან სათანადოდ და მათი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისობაში მღვდლობასთან და ეპისკოპოსობასთან… როგორც კომუნისტები აკეთებდნენ, ადამიანების გულებში ყოველდღიურად შხამს აწვეთებდნენ და ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობდნენ – ასეთივე პროპაგანდა, ბრძოლაა დღეს ეკლესიის წინააღმდეგ. 

ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი და მიუღებელია, როდესაც ადამიანი ერთმანეთისგან თეთრსა და შავს ვერ არჩევს.

ჩვენ, ძალიან ღრმა მეხსიერება გვაქვს, ვიღაცეებს შეიძლება არ ახსოვდეთ, რა ხდებოდა ქვეყანაში 10-12-15 წლის წინ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს რა მდგომარეობაში იყო ერი, როგორ ექცეოდნენ ეკლესიას და ეს რომ მხოლოდ წარსულში ყოფილიყო, კიდევ გასაგებია, მაგრამ თუ წარსულის შეცდომას შეინანებს და გამოასწორებს ადამიანი, პირიქით, ჩვენ მღვდლები სულ იმისკენ ვართ, მოწოდებული, ეს ცოდვები ვაპატიოთ და შენდობა მივცეთ ადამიანს, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ისევ აგრძელებენ ამ პროპაგანდას ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი.  

წარსულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ხომ ვხედავთ, დღევანდელ რეალობას, რას აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ, რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ლანძღავენ პატრიარქს. მე რასაც ვხედავ, ეს დაძაბულობა და დაპირისპირება სულ ამ ადამიანებისგან მოდის. მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ვიცხოვროთ ნორმალურად. პირადად ჩემზე „მთავარი არხის“ ეთერში ისეთი რაღაცები თქვეს, კვესიტაძის გადაცემაში რუსული დაზვერვის აგენტად დამასახელეს – ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს. ასე ლახავენ ადამიანების რეპუტაციას. ჩვენ ხომ ადამიანები გვენდობიან?! ისეთ რამეებს გვიყვებიან, რისი აღიარებაც საკუთარ თავთან უჭირთ და წარმოიდგინეთ, როგორც ნდობას ანადგურებენ… 

ჩვენთან მოდიან დედები, რომლებსაც შვილები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ; შვილები, რომლებსაც მშობლები ცუდად ექცევიან – ეს ადამიანები უნდა გვენდობოდნენ,  ამ ნდობას კი ანადგურებენ.

100 წლის წინ კომუნისტების მოსვლის შემდეგ ქართველმა კაცმა, რომელმაც თავის დროზე ხატს ფეხი არ დააბიჯა, 100 000 მოწამე ჰყავს ქვეყანას, ზუსტად იმავე ერმა თავისი ხელით ტაძრებიდან ჯვრები ჩამოხსნა, ხატები გამოტან, მღვდლები დახვრიტა და დაწვა. მე სულ ვამბობ, რომ ესენი არიან ახალი კომუნისტები, რომლებიც იგივე მეთოდებით მოქმედებენ… ყველაფერი თვალნათლივ ჩანს “, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ  “იმედის” ეთერში საუბრისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge