Saturday, March 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვინაიდან საუბარი ეხება ბავშვებს, სხვა მშობლებიც რომ არ შევიდნენ შეცდომაში, განვმარტავთ…” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

May 29, 2025
“ვინაიდან საუბარი ეხება ბავშვებს, სხვა მშობლებიც რომ არ შევიდნენ შეცდომაში, განვმარტავთ…” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათქვამი იყო, რომ  ბავშვებს ცუდად გახდომის შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო სერვისები არ უფინანსდებათ.

„პრაიმტაიმმა“ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში გაარკვია. მათ კომენტარს კი უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ ქსელში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, არასწორი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა თითქოს, არასრულწლოვანებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო სერვისები არ უფინანსდებათ.

ვინაიდან საუბარი ეხება ბავშვებს, იმისათვის, რომ სხვა მშობლებიც არ შევიდნენ შეცდომაში, განვმარტავთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ ასაკობრივი და მიზნობრივი პაკეტებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მათ, პაკეტის შესაბამისად, უფინანსდებათ როგორც გადაუდებელი, ისე გეგმური მკურნალობა.

შემთხვევა გადაუდებელია თუ გეგმური, აღნიშნულს აფასებს ექიმი“, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მოქალაქე აცხადებს, რომ ბავშვების სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო არ აფინანსებს.

„რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდანაც ნათლად ჩანს, რომ შემთხვევა, სტაციონარის ექიმის მიერ არ შეფასდა გადაუდებლად და ადგილზე, კლინიკამ შესთავაზა, საყოველთაოს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებს გარეთ, სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან, ასევე ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა, დეტალურად აუხსნა დაინტერესებულ პირს, რომ გეგმური სადიაგნოსტიკო კვლევებისთვის უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას (ამბულატორიას, სადაც პროგრამულად არის ბავშვი დარეგისტრირებული).

თუ ოჯახის ექიმის შეფასებით, საჭირო იქნება დამატებითი ექიმ-სპეციალისტების ან რაიმე სახის კვლევების ჩატარება, პაციენტი გადამისამართდება პროგრამულად და მომსახურება აუნაზღაურდება პაკეტის შესაბამისად. ასევე აღსანიშნავია, რომ ისეთი კვლევის საჭიროების შემთხვევაში, რაც საყოველთაოს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება, არსებობს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესახებაც ასევე მიაწოდა ინფორმაცია, ცხელი ხაზის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმები დაიწყეს
  • “პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა” – თემურ ჭყონია სოლომონ პავლიაშვილს პასუხობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge