Saturday, April 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა”- სარადარო ინფორმაცია

May 29, 2025
“ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა”- სარადარო ინფორმაცია

26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ. აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს. ინფორმაციას ამის შესახებ BM.GE ავრცელებს.

როგორც BM.GE წერს,  მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.

როგორც კომპანია ჯორჯიამ ეარვეისმა BM.GE-სთან განაცხადა, კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ.

შეგახსენებთ, 27 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი  წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.

დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ “ჯორჯიან ეარვეისის” Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს. მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.2025 წლის martSi, ბაჩიაშვილმა საქართველო მარტში დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად  „კრიპტოვალუტების საქმეზე“  1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.გარდა “კრიპტოვალუტის საქმისა” გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო… პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია” – ცოტნე ივანიშვილი
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლოში ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
  • როგორ შეიძლება საქართველოში ცვლილების მიღწევა – ჯო უილსონი 3 კომპონენტს ასახელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge