BMG-ის ცნობით, 26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ.
აღნიშნულს ინგა გრიგოლია ეხმაურება და წერს:
„ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა – სარადარო ინფორმაცია. და ამ თვითმფრინავში ჩატენეს მოტაცებული ბაჩიაშვილი!!“
შეგახსენებთ, ბაჩიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის გაიტაცეს, 2 დღე თვალახვეული ატარეს და საქართველოს საზღვართან მოიყვანეს.
BMG-ის მიერ გავრცელებული ზემოთ მოხმობილი ინფორმაციის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.