ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და გიორგი ბაჩიაშვილს მიმართავს.
ჩიკვაიძე ბაჩიაშვილს გამძლეობას და მხნეობას უსურვებს.
“ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. იშვიათად მინახავს გიორგი ბაჩიაშვილისნაირი გამბედავი, წესიერი და სამართლიანი კაცი. პირადად ჩემთვის, ის არის სამაგალითო ადამიანი და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, დარწმუნებული ვარ, მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე ბევრმა არ იცის, თუ როგორ ედგა ის ადამიანებს გვერდში. მის წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო, კრიმინალური სპეცოპერაცია რეალური გამოხატულებაა ივანიშვილის რუსული რეჟიმის.
გიორგი მხნედ იყავი. გამარჯვება ჩვენია. შენი წილი ამ უსამართლობის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდია, რასაც რეალური გამძლეობა სჭირდება. ამხელა უსამართლობის, დევნის, პოლიტიკური სასამართლოს ურცხვი გადაწყვეტილებების ფონზე, დამსახურებული გამარჯვება მალე დადგება. მესამე თვეა აქ ვარ და ამ წუთამდე არ ვიცი, პირადად მე რა მიქნეს. თუმცა ფიზიკურ მდგომარეობას არც ჩემს გონებაზე უმოქმედია და არც გამარჯვების მისწრაფებაზე.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამაზე მიფიქრია, ჩემთვის მოტივაცია შენი გამბედაობა და სამართლიანობა გამხდარა. რუსული რეჟიმის და ამ დიფ კლოუნების დღეები დათვლილია. გავიმარჯვებთ სახელოვნად.” – წერია წერილში.