მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას გუშინ დანიშნულ შს მინისტრზე, გელა გელაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ „ნაციონალების“ დროს გელაძე ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას.
სააკაშვილის თქმით, “ესაა განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის, ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს”.
“გუშინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს. ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის. ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, საუკეთესოები მიდიოდნენ წინ და მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. ძალიან ბევრი თაობის კონსულტანტები არიან, ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა აქვს გასავალი იმიტომ, რომ ჩვენი პერიოდის ყველაზე საამაყო ავტორები იყვნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავშალოთ, გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი რაზეც მე გაფრთხილებდით, ყველაფერი, რისიც მეშინოდა, ყველაფერი, რაზეც ხმამაღლა, გავყვიროდი მთელი ეს წლები, თავიდან ბოლომდე მართალი, სიმართლე აღმოჩნდა. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია. ” – თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ თანამდებობა დატოვა და მის პოსტზე ბგელა გელაძე დაინიშნა.