განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტიდან გომელაურის გადადგომის შემდეგ, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერილი აქვთ.
შაიშმელაშვილის თქმით, გომელაური იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი პატივს სცემდა და ემორჩილებოდა, ხოლო მის გარეშე ის სამინისტროსთვის ტვირთი იქნება.
შეგახსენებთ, დღეს ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა და მის ადგილას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, გელა გელაძე დაინიშნა.
ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამდებობები დატოვეს ვაჟა სირაძემ და ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“.
