Saturday, May 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წმინდა მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა” – ბერი პაისის მნიშვნელოვანი დარიგებები

May 28, 2025
“წმინდა მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა” – ბერი პაისის მნიშვნელოვანი დარიგებები

“იმისათვის, რომ სნეული გამოჯანმრთელდეს, მსხვერპლი უნდა გაიღო!” – გვირჩევს წმინდა პაისი მთაწმინდელი. ამ წმინდა ბერძენი მამის შეგონებები მორწმუნეთ კიდევ უფრო აძლიერებს და ავსებს რწმენით.

თუ ჯერ ისევ არ გინახავთ მასზე გადაღებული სერიალი “ფარასადან ზეცაში”, გირჩევთ ნახოთ.

ბერ პაისთან ხშირად მიდიოდნენ ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული ადამიანები, წმინდა მამა კი ასეთ რამეს ამბობდა:

“თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არა აქვს. თუ გულხელდაკრეფილი ვზივარ და ვამბობ: „ღმერთო ჩემო, გევედრები, განკურნე ესა და ეს ავადმყოფი!“ თავად მე კი ამ დროს არანაირ მსხვერპლზე არ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩემს კეთილ სურვილებს გამოვთქვამ (ანუ სიტყვებს ქარს ვატან). ხოლო, თუკი სიყვარული მაქვს, თუკი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრისტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სხვას წაადგება.

ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისგან გათავისუფლდნენ.

მოვა ჩემთან ზოგიერთი და მთხოვს: „განმკურნე, შევიტყვე, რომ ჩემი დახმარება შენ შეგიძლია“. თუმცა, ეს ადამიანები ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე ცდილობენ, დახმარება მიიღონ. მაგალითად, შენ ეუბნები ადამიანს: „ტკბილს ნუღარ ჭამ, გაიღე ღვთის წინაშე ეს მსხვერპლი, რომ იგი დაგეხმაროს“. ის კი გპასუხობს: „რატომ, განა ღმერთს დახმარება უმსხვერპლოდ კი არ შეუძლია?“ ამგვარად, ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ, მსხვერპლი თუნდაც საკუთარი თავისათვის გაიღონ. აბა, სხვისთვის როგორღა გაწირავენ თავს?! მაგრამ არიან ისეთებიც, ტკბილს რომ არ ჭამენ მხოლოდ იმისათვის, რომ ღმერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს დაეხმაროს, ან – საერთოდ რომ არ იძინებს, რათა ქრისტემ ცოტაოდენი ძილი უწყალობოს უძილობისგან გატანჯულ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით ასეთი კაცი ღმერთის მონათესავე ხდება. და მაშინ ღმერთი ადამიანებს თავის მადლს ანიჭებს.

როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ რომელიმე ავადმყოფი ახლობლისთვის ლოცვა არ შეუძლია, ვურჩევ, რომ ამ ავადმყოფი ახლობლისთვის მსხვერპლი გაიღოს, გაიღოს მსხვერპლად რაღაც ისეთი, რაც პირადად მის ჯანმრთელობას ავნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
  • ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონი დღეიდან ძალაში შედის
  • ამინდი იცვლება – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge