ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, გრძელიძეების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
როგორც სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ცეცხლი სახლში სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.