დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აქციის დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ საზოგაოებას მიმართა.
“მინდა მივმართო 2 კატეგორიის ადამიანებს, მათ ვისაც ვიღაცის დაბრუნებით აშინებენ გამუდმებით და ეუბნებიან, რომ ისინი რომ არ დაბრუნდნენ თქვენ შიმშილში და სიღატაკეში უნდა იცხოვროთ. ამ ქვეყანაში ვეღარავინ, ვერასდროს ვერ დაბრუნდება. ჩვენ აქ იმიტომ ვზივართ, რომ არავის დაბრუნება არ გვინდა, არავის მობრუნება არ გვინდა და არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ვიღაცა ერთი კაცის ჭკუაზე იყოს.
მეორე, ახალგაზრდებს – თქვენ ხშირად გეუბნებიან იგივეს, რომ ვიღაცები დაბრუნდებიან და თქვენ არ გახსოვთ რეებს აკეთებდნენ ისინი და თქვენ რუსები არ გახსოვთ, როგორები იყვნენ, არ იცით, არ გნახავთ რუსები. წაიკითხეთ და გაიგეთ, როგორები იყვნენ რუსები და ნუ დაგვავიწყდება, ელემენტარულზე ნუ ვიკამათებთ მაშინ, როცა ქართული გვარის მქონე რუსებს ვებრძვით. კგბ-ს აგენტებს და მათ შვილებს.
ხვიჩა კვარაცხელიას მინდა ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართველი გოლი და გამარჯვება. გამარჯვება მინდა ვუსურვო ქართველ ერს. მათთან არის ბიძინა და ჩვენთან არის ღმერთი” – თქვა ონისე ცხადაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
