Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ მანიპულაციის ქვეშ”- სალომე ზურაბიშვილი

May 26, 2025
“არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ მანიპულაციის ქვეშ”- სალომე ზურაბიშვილი

არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან შესაძლებელია ერთდროულად ორივეს ჩატარება, რისთვისაც საჭიროა მზადება.

“ქართულმა ოცნებამ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე – პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ. ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რესგისტრიება, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა, ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბოლომდე. “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიება დაიწყო. შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს, ასევე შეკრებილებს შეუერთდებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • „სუნამოს ხშირი დასხმა აჩენს ნაოჭებს “ – გიორგი ღოღობერიძე ინფორმაციას ავრცელებს
  • დაღუპულია ავტობუსის მძღოლი – ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარ ავარიაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge