Thursday, May 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თითქოს ყველაზე ახლოსაა საუკუნოვანი ოცნება და სწორედ ასეთ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერზე უარს ამბობს”- მერაბ მეტრეველი

May 26, 2025
“პოლიტკოსებს ერთი ცუდი თვისება აქვთ…”– რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღესა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“1918 წლის 26 მაისს მოპობუვებული დამოუკიდებლობა სამ წელიწადში დვაკარგეთ.
1991 წელს აღგენილი დამოუკიდებლობიდან კი სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და სულ მეგონა, გადალახული გვქონდა ის ზღვარი, დამოუკოდებლობის დაკარგვის კიდევ ერღხელ რომ უნდა გვშინებოდა.
პლუს ვფიქრობდი, ახლა სხვა დროა, 21-ე საუკუნე, სხვა მსოფლიო წესრიგი. ამ ხნის გნამავლობაში მოვახერხეთ და მთელი ევროპა, მთელი დასავლეთი მათ შორის ამერიკაც დავაინტერესეთ ჩვენი რეგიონით და ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობით, რაზეც ვერც იოცნებებდნენ პირველი რესპუბლიკის დროს.
ამერიკისთვის მაშინ ძალიან უინტერესო იყო ჩვენი რეგიონი, გერმანია კი დაინტერსადა, რადგან პირველ მსოფლიო ომში რუსეთს ებრძოდა და მისი დაშლა აწყობდა, სწორედ მათი დიდი ძალისხმევით და მხარდაჭერით გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ მერე გერმნაია ამ ომში დამრცხდა. შემდეგ აქ ინტერესი თითქოს ინგლისს გაუჩნდა, ჯარიც შემოიყვანა, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ინტერესი არ აღმოჩნდა მყარი, ინგლისი გავიდა და ჩვენ დამოუკდებლობაც დავკარგეთ.
ახლა კი მთავარი განსხვება სწორედ ისაა, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობაში დაინტერესებულია არამხოლოდ ცალკე აღებული გერმანია და ინგლისი, არამედ მთელი დასავლური და ცივილოზებული საყარო, მათ შორის, – მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა, აშშ. უფრო მეტიც, ევროპა მზადაა თავის ოკახშიც კი მიგვიღოს.
თითქოს ყველაზე ახლოსაა საუკუნოვანი ოცნება – საბოლოდ დავაღწიოთ რუსეთს თავი და მოვუსპოთ შანსი როდესმე ჩვენს კკდევ ერთხელ დაპყრობაზე და უკან დაბრუნებაზე იფიქროს, ახლოსაა ოცნება დავბრუნდეთ იმ ოჯახში, რომლის ნაწილიც ვიყავით ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქოდან მოყოლებული და საითკენაც ამდენი საუკუნე მივისწრაფით კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ.
და სწორედ ასეთ დროს ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერზე ფაქტობრივად უარს თავად ამბობს, უფრო მეტიც: უპირისპირდება მთელ დასავლურ სამყაროს, ამერიკას ხან “გლობალურ ომის პარტიას” ეძახის და ხან “დიფ სტეიტის მართულს, ყოველ დღე აგინებს და ლანძღავს ევროპულ ქვეყნებს ცალ-ცლაკე, ღუ ერთად და თან ირმწუნება, მეც ევროპაში მინდაო.
ამ დაპირისპირების და გინების ფონზე, თუ დასავლურმა სამყარომაც ჩაიქნა ხელი ჩვენზე, ეს ნიშნავს, რომ ისევ მარტო ვრჩებით რუსეთის წინაშე, როგროც ეს 1921 წელს მოხდა და ვიცით უკვე რითიც დასრულდა მაშინ.
თუმცა მთავარი განსხვავება ახლა ისაა, რომ მაშინ ეს მოხდა დასავლეთის გამო, მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი დაინტერესება ჩვენი რეგიონით, ახლ კი ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდება.
ყველაზე ირონიული ისაა, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება “უპრეცენდეტო დამოუკოდებლობას” ეძახის, ხალხს არწმუნებს რუსეთის წინაშე მარტო, უმეგობროდ რომ ვრჩებით, სწორედ ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოუკდებლები აქამდე არასდროს ვყოფილვართო და რაც ყველაზე სამწუხაროა, ხალხის რაღაც ნაწილს ამ პროპაგანდის სჯერა. 🙁
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი 26 მაისია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ არასდროს გამოგვეცადოს მისი დაკრგვის სიმწარე”- წერს მერაბ მეტრეველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
  • „წარმოუდგენელია, ასეთი რამ იკადრო…“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
  • თბილისის „დინამო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge