მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე 27 მაისის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
“დღევანდელ ცხელ ამინდს, ხვალინდელი არასტაბილურობა ჩაანაცვლებს. 27 მაისიდან, რამოდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი პერიოდულად ხანმოკლე წვიმითა და ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
გასათვალისწინებელია ხვალ, 27 მაისს სანაპირო კურორტები, ფრთხილად იყავით, რადგან თბილ ჰაერის მასებსა და უფრო გრილ და ნოტიო მასებს შორის კონტრასტმა ადვილად შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი შტორმული სისტემების განვითარებას, რასაც თან ახლავს ქარის უეცარი ნაკადები. გისურვებთ ბედნიერებას.” – წერს კობა ფარტენაძე.