სერიოზულად, მაგ აბსურდული ტექსტების ანალიზი ნამდვილად ზედმეტია. ვინ რას იტყვის ჩემი აწ უკვე დახურული ტელევიზიიდან, მაგის დევნას არ ვაპირებ, – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია დეა მამისეიშვილისა და გიორგი გაბუნიას “Facebook live” -ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ არც პასუხს აგებს და არც მათ მაგივრად ბოდიშს არ მოიხდის.
“ეტყობა გამეორება ჭირდება:
არც პასუხს ვაგებ და არც მათ მაგივრად ბოდიშს მოვიხდი. ჩემი საქმე არაა ორი ზრდასრული ადამიანი რას აკეთებს “კუხნაში”
ჩემი საქმე შეფასებაა: სრული @@@ობა და უმწიფარი გარჩევა. სერიოზულად მაგ აბსურდული ტექსტების ანალიზი ნამდვილად ზედმეტია.
იმედია, ეთერში როცა დაბრუნდებიან, ამას და არც ამის მსგავსს არ მოვისმენთ. თუ მოვისმენთ და მე პირადად გადავრთავ.
ოღონდ, ვინ რას იტყვის ჩემი აწ უკვე დახურული ტელევიზიიდან, მაგის დევნას და გარჩევას აღარ ვაპირებ. თქვენც შეეცადეთ კონსპირაციები უკუაგდოთ და მე არ მაწებოთ სხვისი აზრები, მით უმეტეს, სულელური.
ps და ციხეში წამსვლელების და მათი მოტივაციების ძიებას გარეთ მყოფი და დამრჩენები (აქვე ყველას გარეთ ყოფნას ვუსურვებ) რომ შეეშვებოდნენ ერთიანად, ძალიან დაგვავალებენ. სირცხვილია უბრალოდ.” – წერს გვარამია სოციალურ-ქსელში.