“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებებით, მათ შორის როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”– წერს ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 22 მაისს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა – პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.