შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა მას 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბე ქვე პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც 14 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკას” ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.
კაცი გუშინ, 22 მაისს დააკავეს.