თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ცნობებით, კაცი ცოცხალია და მან დაზიანებები მიიღო.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. “მთავარი” ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან და “საქართველოს რკინიგზასთან” შეეცადა, თუმცა რკინიგზას ვერ დავუკავშირდით. შსს-ში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია დაიწყო თუ არა გამოძიება.