Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტპატიმრების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

May 20, 2025
პოლიტპატიმრების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტპატიმართა ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი 26 მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიან. ამასთან ოპოზიციას მოუწოდებნ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

“ჩვენო თანამებრძოლებო, მოგესალმებით ციხიდან და მოგმართავთ ერთობლივი განცხადებით. 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩვენი პროტესტისთვის. მას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის დაცვაში. მოგიწოდებთ ყველას, რომ გვერდში დაუდგეთ “ერთობას” და თავადაც გახდეთ იმ ზეპარტიული, ეროვნული ერთობის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოს გადარჩენაა.

მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინაღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს, ვინაიდან ეს ყოველივე არის ჰიბრიდული ომი, სადაც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცი. ნუ შეშინდებით ჯარიმებითა თუ პატიმრობით, შიშისგან რჩევებს ნუ მიიღებთ. ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვევალება თავგანწირული ბრძოლა!

ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

(ამ წერილის დედანს თან ახლდა ხელმოწერები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოგვართვა. ამიტომ, გთავაზობთ ხელმოწერათა ჩამონათვალს. ეს კონკრეტული განცხადება გამოხატავს იმათ ნებას, ვინც მოვახერხეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვართ ამავე განცხადების ხელმომწერნი. სხვა პატიმრებს შეგიძლიათ სიტყვიერი თანხმობით შემოუერთდეთ ჩვენს განცხადებას)” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ

ზ. ცეცხლაძე
გ. მირცხულავა
ვ. თეთრაშვილი
ს. ჯიქია
ვ. კასრაძე
ვ. კაძელაშვილი
ი. ალიევი
თ. გოშაძე
ი. მიმინოშვილი
გ. გორგაძე
ნ. ჯავახიშვილი
ო. ცხადაძე
რ. კიკნაძე
ი. ქერაშვილი
გ. ტერიშვილი
ჯ. არჩაია
ლ. ჯაბუა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge