Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საშიში კრიმინალური დაჯგუფება – რა შეტყობინებებს უგზავნიან დახურულ „ჩატებში“ ბავშვებს

May 18, 2025
საშიში კრიმინალური დაჯგუფება – რა შეტყობინებებს უგზავნიან დახურულ „ჩატებში“ ბავშვებს

47 წლის რიჩარდ დენსმორი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის უკვე 30 წლიან სასჯელს იხდის. მიჩიგანის შტატში მცხოვრები მამაკაცი ნეონაცისტური და ძალადობრივი ქსელის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. “764” – ასე ჰქვია ინტერნეტ სივრცეში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სამიზნე ობიექტებს სოციალურ ქსელებსა და პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე არჩევს. ისინი აკვირდებიან მოზარდებს X-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში.

“რობლოქსი”, “მაინქრაფთი”, “დისქორდი” – ეს იმ სათამაშო ინტერნეტ პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, კიბერბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს საგანგაშო გაფრთხილებას მშობლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით: გამოძიების ინფორმაციით, 9-დან 16 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები შესაძლოა გახდნენ კიბერ თავდასხმის პოტენციური მსხვერპლები. დაჯგუფება სახელწოდებით “764” ბავშვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სწორედ პოპულარულ ინტერნეტ თამაშებს იყენებს.

15 წლის გოგონას დედა ჰყვება, თუ როგორ აიძულებდნენ მის შვილს ჯერ შინაური ცხოველის მოკვლას, შემდეგ კი თვითდაზიანების მიყენებას. დაჯგუფების წევრებმა მას სხეულზე დანით ორგანიზაციის სახელწოდების – “764”-ის ამოტვიფვრაც აიძულეს.

კიდევ ერთი მსხვერპლი ადასტურებს, რომ მოზარდს “764”-ის წევრებმა, სხვა დავალებებთან ერთად, თვითმკვლელობისთვის ინსტრუქცია გაუგზავნეს. გამოძიების ფედერალური ბიურო განგაშის უმაღლეს ზომას აცხადებს.

უფროსი გამომძიებელი დევის სკოტი, რომელიც კოორდინაციას უწევს დანაშაულებრივ ქსელთან დაკავშირებულ საქმეებს, ამბობს, რომ “764”-ის სახელით ცნობილი ტრანსნაციონალური დაჯგუფება, თავისი მასშტაბით, უპრეცედენტო საფრთხეს წარმოადგენს.

სათამაშო პლატფორმებზე შექმნილ ჯგუფებში და დახურულ “ჩათებში”, მოზარდები ზოგჯერ საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ხშირად, თამაშში მათ უცხო ადამიანებიც უერთდებიან და პოტენციური დამნაშავის პირველი კონტაქტიც, შესაძლოა სწორედ, ერთი შეხედვით უწყინარი თამაშის დროს მოხდეს. ონლაინ თამაშები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად, პოპულარულია საქართველოშიც.

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ ონლაინ თამაშებში ჩართული მისი შვილი შესაძლოა დამნაშავის ერთ-ერთი სამიზნე იყოს. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი, ელენე ყიფიანი იმ მთავარ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ოჯახისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს.

ინტერნეტ სივრციდან მომდინარე საფრთხეების შემცირება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვისაც. “764”-ის სახელით მოქმედი, საერთაშორისო ქსელის საქმიანობა საქართველოში არ ფიქსირდება, თუმცა საგამოძიებო სამსახურში გვეუბნებიან, რომ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით გახშირდა მოზარდების მიმართ შანტაჟის, მუქარისა და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტები. უწყება, მანდატურის წარმომადგენლებთან ერთად სკოლებში პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებს. მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს უტარებენ ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები.

“მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც დაუცველი ბავშვების შემზარავ ტერორშია ჩართული” – ეს შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის სიტყვებია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი ლიდერი გასულ კვირას დააკავეს – ერთი შეერთებულ შტატებში, ერთი კი საბერძნეთში. თავად დაჯგუფების შემქმნელი, ბრედლი კადენჰედი, ბავშვთა პორნოგრაფიის რამდენიმე ბრალდების აღიარების შემდეგ, 80-წლიან პატიმრობას იხდის. ცნობილია, რომ მან კრიმინალური ქსელი 15 წლის ასაკში, სათამაშო პლატფორმა “დისქორდზე” დააფუძნა, სახელწოდებით კი საკუთარი საცხოვრებლის საფოსტო ინდექსი – 764 შეარჩია. ქსელს მსოფლიოს მასშტაბით ამჟამადაც ასობით მიმდევარი ჰყავს.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი” – ირაკლი კობახიძე
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • 10 000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge