“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ “საგამოძიებო კომისიაზე” გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ 30 000 ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს.
“მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის “კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30)
ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია.” – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, “საგამოძიებო კომისიაზე” გამოუცხადებლობის გამო კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.