Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამტაცებელი გოგოს სექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა“- შემზარავი ამბავის დეტალები

May 13, 2025
"გამტაცებელი გოგოს სექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა“- შემზარავი ამბავის დეტალები

კრიმინალური ამბავი, რომლის სცენარი ფილმს ჰგავს, წყვილის გატაცების ისტორიაა, რომელსაც სამართალდამცველები არ იჯერებდნენ. უფრო მეტიც, ცრუ ჩვენების მიცემასი ადანასაულებდნენ. მოგვიანებით კი ყველაფერი გაირკვა და დაზარალებული წყვილისთვის გამოძიებას მოუწია ბოდიშის მოხდა და კონპენსაციის გადახდა.

ყველაფერი კი ასე განვითარდა:

29 წლის დენიზ ჰასკინსი რეაბილიტაციის ცენტრში ექთნად მუშაობდა, სადაც მისი მომავალი მეუღლე აარონ ქუინი გაიცნო და ურთიერთობაც მალევე დაიწყო. 2015 წლის 22 მარტს გოგონამ გადაწყვიტა, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, მის სახლში გაეტარებინა.

შუაღამის სამ საათზე აარონი და დენიზი უცნობმა პირმა გააღვიძა. ორივე გაკოჭა. გოგონას თვალებზე სათვალე გაუკეთა და ლენტით დააწება, ასევე ყურსასმენები გაუკეთა და მუსიკას მაღალზე აუწია. აარონს კი დასაზინებელი აბები დაალევინა.

წასვლამდე უცნობმა აარონს უთხრა, რომ მისი საცოლე მიჰყავდა და მისგან 15 ათასი დოლარის გამოსასყიდს ელოდა. ასევე, მან თქვა, რომ სახლში კამერას ტოვებდა და თუ აარონი პოლიციაში დარეკავდა, გოგონას მოკლავდა…

აარონზე მედიკამენტმა მალევე იმოქმედა და ჩაეძინა. 6 საათის შემდეგ გაეღვიძა. გამატაცებლლები უკვე 17 ათასს ითხოვდნენ.

აარონი იძულებული იყო პოლიციისთვის მიემართა, რადგან მას მხოლოდ 3500 დოლარი ჰქონდა. მისი საცოლე კი საფრთხეში იყო.

ახალგაზრდა პოლიციაში მივიდა, სადაც ღამით მომხდარი გატაცების ამბავი მოყვა. თუმცა, სამართალდამეცველებმ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს.

გამომძიებლებმა სწრაფად შექმნეს თეორია, რომ ახალგაზრდა კაცმა უბრალოდ მოკლა ახლანდელი შეყვარებული, ძველთან დასაბრუნებლად და კვალის დაფარვის მიზნით, გატაცების ისტორია მოიგონა. აარონს 18 საათის განმავლობაში კითხავდნენ, მაგრამ ის ჯიუტად ამბობდა, რომ დენიზი უცნობმა პირმა გაიტაცა.

„სან ფრანცისკო ქრონიკის” რეპორტიორმა ელექტრონული ფოსტით აუდიოფაილი მიიღო, რომელშიც დენიზი მშვიდი, თანაბარი ხმით ამბობდა: “მე დენიზ ჰასკინსი მქვია. გამიტაცეს. სხვა მხრივ კარგად ვარ”. იმის გამო, რომ ქალს ჩანაწერის ნამდვილობა დაედასტურებინა, აუდიოფაილში ისმოდა, როგორ კითხულობდა ის უახლეს ამბებს.

24 საათში დაკარგული ექთნის საქმე სენსაციად იქცა. სიუჟეტებს ამზადებდნენ, სოციალურ ქსელში განიხილავდნენ… უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია განიხილებოდა.

ერთი დღის შემდეგ, დენიზი იპოვეს. ბანდიტებმა ის ჰანტინგტონ-ბიჩში, ქუჩაში, მისი მშობლების სახლიდან არც ისე შორს ჩამოაგდეს. ქალს ლენტით გადაფარული სათვალე ეკეთა. ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც ფილმში “გაუჩინარებული ქალი”.

10 წუთში ჰასკინსი გამომძიებლებმა და რეპორტიორებმა, ფაქტობრივად, ტყვედ აიყვანეს. ქალს უამრავ შეკითხვას უსვამდნენ.

დამშვიდების შემდეგ დენიზმა თქვა, რომ იმ ღამეს დამნაშავემ სახლიდან გაათრია და მისი შეყვარებულის მანქანის საბარგულში ჩააგდო. მას ისეთივე დალუქული სათვალე გაუკეთეს, როგორიც მის საქმროს, რომ მარშრუტი ვერ დაენახა. დენიზსაც აბები დაალევინეს და მალევე გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ უკაცრიელ ადგილზე იყო. გამტაცებელმა ის სახლში შეიყვანა და უთხრა, რომ თუ აარონი ფულს 48 საათში მიიტანდა, მას არაფერი დაემართებოდა.

როგორც ქალი იხსენებდა, თავიდან გამტაცებელი დენიზთან თავაზიანად ექცეოდა, საკუთარი ხელით მიჰყავდა საპირფარეშოში, მასზე ზრუნავდა. დენიზს მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებზე დაბურული სათვალე ეკეთა. მომდევნო 8 საათის შემდეგ გამტაცებლის პოზიცია შეიცვალა. გამტაცებელს პოლიციის ეშინოდა, ამიტომ დენიზს უთხრა, თუ დენიზი პოლიციასთან თანამშრომლობას გადაწყვეტდა სექსუალური კავშირის ამსახველ ვიდეოს გადაიღებდნენ.

მალევე შენობაში ბანდის სხვა წევრები გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა მასთან ინტიმური ურთიერთობა ვიდეოთი გადაიღო. თუმცა, პირველ ჯერზე მას ვიდეო არ მოეწონა და თქვა, რომ „თავიდან უნდა გადაეღოთ…“

8 საათის შემდეგ გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, რომ დენიზი უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ორი პირობით: მას პოლიციისთვის არაფერი უნდა ეთქვა და არც სექსის შესახებ გაემხილა. დენიზი დასთანხმდა და გამტაცებლებმა მალევე ის საკუთარი სახლის მახლობლად ჩამოაგდეს…

როდესაც დენიზის გასაოცარი ისტორია პრესაში გავრცელდა, ის ელოდა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოებისგან თანაგრძნობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებდა. მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა…

პროკურორმა მაშინვე შესთავაზა, რომ გატაცების სიყალბე ეღიარებინა და ეთქვა, რომ ეს თავად დაგეგმა. ქალი შოკში იყო. ვერ იჯერებდა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გაიარა, თავის მართლება ისევ თავად უწევდა. დენიზმა მაშინვე დამოუკიდებელი ადვოკატი დაიქირავა.

საქმეში FBI ჩაერთო, რომელმაც ექთანი რამდენჯერმე დაკითხა და უთხრა, რომ მის საქმეში ბევრი შეუსაბამობა იყო… მეტიც, გატაცების ინსცენირებისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

თუმცა, ცოტა ხანში ჟურნალისტებმა ფოსტით წერილები მიიღეს, რომლებშიც პისტოლეტებისა და იმ ოთახის ფოტოები იყო, სადაც დენიზი იმყოფებოდა. მათ დაწერეს, რომ სამნი იყვნენ, დენიზი სიმართლეს ამბობდა და თუ ვალეხოს პოლიცია ჰასკინსსა და კუინს ბოდიშს არ მოუხდიდა, შესაძლოა, კიდევ ერთი გატაცება მოეწყოთ. ამან საზოგადოება კიდევ მეტად ჩააგდო შოკში და უკვე ვეღარავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა…

დენისმა და აარონმა სასამართლო პროცესის მოლოდინში ერთად ცხოვრება განაგრძეს და აღმოჩნდა, რომ ამან ხალხი კიდევ მეტად გააღიზიანა. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ორივე დაგეგმილი სცენარის მიხედვით მოქმედებდა და ყველას ატყუებდნენ.

მალე ყველაფერი შეიცვალა – 2015 წლის ივლისში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც იმავე სქემის გამოყენებით 22 წლის ნიუ-ჰემფშირელი ქალის გატაცება სცადა. გოგონას მამასთან ჩხუბის შემდეგ, დამნაშავე გაიქცა, მაგრამ ტელეფონი მათ სახლში დარჩა. მობილური ტელეფონის მფლობელი მეთიუ მიულერი აღმოჩნდა. ის ყოფილი საზღვაო ქვეითი და ჰარვარდის კურსდამთავრებული იყო. მამაკაცი მშობლების სახლში დააკავეს. მის მანქანაში კი ყველა ის ნივთი იპოვეს, რაც დენიზთან გამოიყენეს. მათ შორის, დაბურული სათვალეები, კამერები…

დენიზმა მიულერი მაშინ ამოიცნო, როდესაც ტელევიზორში მასთან ძველი ინტერვიუს ამონარიდი ნახა: დამნაშავე ადრე მიგრაციის იურისტად მუშაობდა, მაგრამ საუბრის მანერა და სტილი არ შეუცვლია…

მეთიუ მიულერს დენიზ ჰასკინსის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან გარიგება დადო. სასამართლო პროცესის დროს ის დუმდა და დენიზს პატიებას სთხოვდა.

ვიდეო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge