„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, გუშინ მას ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა თავს დაესხა.
ცოტა ხნის წინ „ტვ პირველმა“ შინჯიკაშვილის მამასთან ინტევიუ ჩაწერა.
„ტვ პირველი: ჟურნალისტზე რომ იძალადეთ, არ ნანობთ?
გიორგი შინჯიკაშვილის მამა: თქვენი ჟურნალისტი რომ გაუზრდელი, უტვინო და უკულტუროა არ ნანობს?!
ტვ პირველი: ჩანაწერები მიეცით გამოძიებას? როგორ ურტყამთ ხელს ახალგაზრდა ჟურნალისტს.
გიორგი შინჯიკაშვილის მამა: თქვენ გეჩვენებათ რაღაც. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, გუშინ ვინც იყო მოსული, იმას ტვინი საერთოდ არ ჰქონდა და ტვინი როგორ შეერყა? იქ მე ქალი არ მინახავს. იქ ვიღაც ქაჯი იყო მოსული და ვიღაც გაუზრდელი ახალგაზრდა მამაკაცი.
ჟურნალისტი: მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო მე-5 თვეა ციხეში ზის. თქვენ მუშტი ჩაარტყით ჟურნალისტს და თავისუფალი ხართ. არ გგონიათ, რომ ეს შერჩევითი სამართალია?
გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რა უფლება აქვს, პოლიციელს სილა გააწნას.
ჟურნალისტი: თქვენ რა უფლება გაქვთ ჟურნალისტს ხელი დაარტყათ?
გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რა უფლება და შემომივარდნენ ოჯახში.
ჟურნალისტი: იტყუებით, არ შემოგვარდნიათ, თავად შემოუშვით, ამის კადრები არსებობს. დაკავების არ გეშინიათ?
გიორგი შინჯიკაშვილის მამა: რატომ უნდა მეშინოდეს დაკავების. კი არ ვიძალადე, ჟურნალისტი ჩემს ეზოში დაუკითხავად შემოვიდა… კარებღია ეზოში შემოსული ადამიანი არც ვიცოდი ჟურნალისტი იყო თუ ისტორიკოსი. (რომ მცოდნოდა) ვეტყოდი, არ შემოხვიდე მეთქი.“
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს.