Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძლიერი ტვინის შერყევა მაქვს”- როგორია ჟურნალისტის მდგომარეობა, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ

May 12, 2025
“ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული არ არის”- ქარტია ” ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებს

“ტვ პირველის” ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს “ძლიერი ტვინის შერყევა” აქვს. როგორც ჟურნალისტმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, მას ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმების გადაწყვეტილებით ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მაკასარაშვილის თქმით, მას კლინიკიდან ზეგ გაწერენ.

“ძლიერი ტვინის შერყევა მაქვს. ზეგ უკვე გამომწერენ. რამდენიმე კვლევა ჩამიტარეს და სახეზე დაბეჟილობაც მაქვს, ამიტომ საჭიროა, რომ კლინიკაში დავრჩე. თავბრუს ხვევაც მაქვს”, – თქვა ჟურნალისტმა.

გარდა ამისა, მაკასარაშვილი ამბობს, რომ მომხდარიდან 5 საათზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, იგი არავის გამოუკითხავს.

“ჩვენი პირადი ტექნიკა ჰქონდათ გატაცებული. ადგილზე არავინ არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ სასწრაფო, ისიც 1 საათის შემდეგ. საათსა და 15 წუთში ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი. ჩვენი დიალოგი იყო ზუსტად ასეთი, ამ ადამიანებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? კი-მეთქი, კარგითო და წავიდნენ. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს ისინი. ჩემი გამოკითხვა მათ ადგილზე არ მოუხდენიათ, თავდამსხმელიც არ გამოუკითხავთ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ”, – ამბობს მაკასარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ასევე იმყოფება ტელევიზიის ოპერატორი, რომელსაც “თავზე ჰემატომა” აქვს.

ცნობისთვის, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. ტვ პირველის გადამღები ჯგუფი გიორგი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია”- ირაკლი კობახიძე
  • მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს – რა დაიწერა ესპანურ პრესაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge