“კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა…” – კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გამოფენის გამო მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
“კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა: გუშინდელ ბანერების დახევის იდიოტიზმს დღევანდელი იდიოტიზმით უპასუხეს ბანერდახეულებმა.
უპასუხისმგებლო და არასერიოზული ამბავია, და ძალიან სამწუხარო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ყველას ერთად სამშობლოს დაგვახევენ (ორივე მნიშვნელობით) “ქოცები” – წერს ნიკა გვარამია.