თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავა.
“რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით “საერთაშორისო ტერორიზმის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს,” – წერს ალი იერლიკაია X-ზე.
მისივე ცნობით, ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.