გუშინ ქუთაიში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მისი ვინაობა – სალომე ბერაძე. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მცხოვრები იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა.
მაშველები გოგონას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
წყარო: megatv