თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა. შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეზე გამოქვეყნებული პოსტების გამო შსს სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სადავო პოსტებში ეწერა: „14 დღე **ეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს , რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ საქმეს“; „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, **ეები არ დაუძახოთ მეთქი, დამაპატიმრეს…“; „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“.
ამავე პირებზე დაწერილი Facebook-სტატუსების გამო მანამდე ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა.
