თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელები იკითხებიან.
მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა მოწმე პოლიციელებს მიმართა.
„ერთი კითხვა მაქვს, რატომ იტყუებიან… რატომ გადაწყვიტეს, რომ იყვნენ ცრუ მოწმეები. რა ოცნება აიხდინეს ამით – ბავშობის თუ ახალგაზრდობის? არცერთზე რომ არაფერი არ აქვთ, რატომ სწირავენ ასე ადამიანებს საციხოდ?“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აქტივისტებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.