ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გზაჯვარედინზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.