„საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიასა და „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება გრძელდება.
პატარაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ჩერგოლეიშვილმა მას, ცილისწამების მოტივით, სასამართლოში უჩივლა.
„მოკლედ, არ ეყო ჩერგოს ჭკუა და მურუსიძის სასამართლოში გავარდა საკუთარი ნაცური “ცოდვების” გასაქექად. ქმრისთვის მაინც ეკითხა, ის მაინც ხომ ეტყოდა, რომ პოლიტიკოსის კრიტიკა და მხილება დაცულია კანონით. სარჩელში, სადაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ამბები სიმართლეს არ შეესაბამება, არაფერი უწერია მტკიცებულებად; “ტაბულას” კონტრაქტებიც კი არ მოიტანა; მხოლოდ თავისი ნასამართლეობის ცნობა ჩამიდო მტკიცებულებად :)))) ეგრე არ იწერება ეს სარჩელი, ჩიტო :)))
Keti Bakhtadze-ეს უდიდესი მადლობა, რომ თავად მოინდომა ამ საქმეში ჩართვა. მე მას ნამდვილად ვერ შევაწუხებდი და ვერ მოვაცდენდი, მაგრამ ის სერიუზულად უყურებს ასეთ სარჩელებს: როცა პოლიტიკოსები ცდილობენ გააჩუმონ ადამიანები და აუკძალონ კრიტიკა და მხილება. მადლობა, რომ ასე იცავ ყველას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. ჩერგო, რომელიც 24/7 სხვებს აჯვამს და სისულელეებს აბრალებს, თურმე ხელშეუხებელია და თუ ვინმე გაბედავს მის წარსულზე ლაპარაკს, უჩივლებს. ესაა სწორედ დაშინების და გაჩუმების წარუმატებელი მცდელობა.
მე პრობლემა არ მაქვს, რომ ვარჩიო ჩერგოს და მისი ქმრის გავლენები ნაცების ზეობის ხანაში. თავად რატომ არ ყოფნის ტვინი, რომ ეს კლანს არ გაარჩევინოს – არ ვიცი. არაა პოლიტიკოსი ეგ ქალი და არ აქვს პოლიტიკური ჭკუა: პირდაპირ იმას ანგრევს, რაც მისმა ქმარმა და თანაპარტიელმა წლები აშენა – გამოხატვის თავისუფლებას. საკუთარ თავზე დიდი მტერი არც ადრე ყოლია და არც ეხლა ყავს ჩერგოლეიშვილს“, – წერს პატარაია.
აღნიშნულ პოსტს მალე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ქმრისთვის მაინც ეკითხა”
ფემინისტად დასაქმებული ქალბატონი პატარაიას შეგონება ჩემდამი.
ანუ მე უნდა მეკითხა ქმრისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონის შესახებ.
ბაია პატარაია – თანასწორობის, თავისუფლების, იუდეო ქრისტიანული/ლიბერალური/დასავლურ/ქართული ღირებულებების სიახლოვეს რომ არ ჩაგივლიათ ქალბატონო და პოსტ-საბჭოთა შლამი ხართ, ეს ძალიან დიდი ხანია ვიცი.
ამიტომ ამ საკითხს არ ვეხები.
გამოქვაბულიდან ვერ გამოგიყვანთ.
კიდევ ერთ ფაქტობრივ შეცდომას გისწორებთ:
რა კანონზეც საუბრობთ, ეგ კანონი ბარბარა სვანის, ჩემი და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი ნამუშევარია, შე ყანავ! და ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება, როგორც მოდელი ჩემი – ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტის მენეჯერის, ანუ თამარ ჩერგოლეიშვილის და ჩემი უფროსის და საუკეთესო მეგობრის, მედია იურისტის და ჟურნალისტის, ბარბარა სვანის დამუშავებულია.
ანუ შენ სანამ ცოცვას ისწავლიდი, იქამდე მე ამერიკის კონსტიტუციის 1 შესწორებას ვსწავლობდი და ვფიქრობდი, საქართველოში რა გზებით შემომეტანა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, მათი დაპირისპირება დაიწყო პატარაიას რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული პოსტით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო და მისი ჟურნალის – „ტაბულას“ – შეძენა გარკვეულ უწყებებს თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ.
ამ პოსტს მალევე უპასუხა ჩერგოლეიშვილმა. მისი პოსტი ნახეთ ბმულზე.