Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქალბატონმა ბაია პატარაიამ წამოიწყო ცილისმწამებლური კამპანია ჩემი მისამართით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

January 13, 2025
„ამ უნიჭო, მცოცავ, ცილისმწამებელ ყანის სარეველას, ცილისწამების საქმეს მოვუგებ ყველა სასამართლოში“ – ჩერგოლეიშვილი პატარაიაზე

„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქალთა უფლებადამცველის, ბაია პატარაიას რამდენიმე დღისწინანდელ პოსტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის პატარაის ცილისწამების გამო უჩივლებს.

„NGO – ელიტის ერთერთმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ბაია პატარაიამ წამოიწყო ცილისმწამებლური კამპანია ჩემი მისამართით. მან თავადვე აღიარა, რომ მისი განზრახვა იყო ჩემი დისკრედიტაცია – თავს ირეცხავს და ვერ უნდა გაირეცხოსო – ამტკიცებს.

შესაბამისად, მის ცილისწამებას შეცდომად ვერ განვიხილავ.

ვინც თვალს მადევნებს, ყველამ იცის, რომ სასტიკად არ მომწონს ქართული პოლიტიკის ხარისხი.

ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი პროცესები აჩვენებს – ქართველი ხალხი თვისებრივად უკეთესი ხარისხის პოლიტიკას ითხოვს.

ვიწყებ ბრძოლას იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მიზანს მიაღწიოს და პოლიტიკის ხარისხი გაუმჯობესდეს.

ცილისწამება, რომელიც ნორმადაა ქცეული პოლიტიკურ სპექტრში, ამ უხარისხობის მთავარი მდგენელია.

იმისთვის, რომ პოლიტიკური დისკუსია პოლიტიკურ შინაარსზე ფოკუსირდეს და სრულიად სამარცხვინო, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები მარგინალიზდეს, ცილისმწამებლებს თავიანთი მოქმედება ფასი უნდა დაუჯდეთ – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის და ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლის სახელს ეფარებიან და იყენებენ.

ცხადია, რომ ქართული სასამართლო არანაირ ნდობას არ იმსახურებს – ცილისწამება ივანიშვილის რეჟიმის ხელწერაა და პრეცედენტების შექმნა რეჟიმის სასამართლოს არ აწყობს.

მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლება თუ დაირღვა – ქვეყნის გარეთ ვიპოვი სამართალს.

ამას გარდა, მე სულ არ ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმი წლების განმავლობაში შენარჩუნდება და იმისთვის, რომ ხანდაზმულობის ვადა არ დაირღვეს, ახლავე შემაქვს სარჩელი, რომ პროცესი დაიწყოს.

საწყის ეტაპზე, ბაია პატარაიასგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშს და ცილისწამების აღიარებას შემდეგ ბრალდებებზე:

“მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდნენ” – ეს ტყუილია, არცერთ თანამშრომელს სამსახური სააკაშვილის კრიტიკის გამო არ დაუტოვებია.
“იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა” – – ეს არის ცილისწამება, არანაირი იძულება არ მომხდარა.
“მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილკტივი, ვერ აცალკევებდა ამ ორს” – ეს არის ცილისწამება, ყველას შეეძლო უარის თქმა ჟურნალზე და არ მიიღებდა.
“სამინისტროები ვალდებულები იყვნენ, ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი” – ეს არის ცილისწამება, არცერთ სამინისტროს ამის ვალდებულება არ ჰქონია.
“კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს” – ეს არის ცილისწამება, არცერთი ჩემი სტუმარი, ან მეგობარი ჩემთან ერთად, ჩემს ნათხოვარ თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენში არ მჯდარა.
“ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში” – ეს არის ცილისწამება და გავრცელებულია ზიანის მოყენების მოტივით.
ამას გარდა, მისგან მოვითხოვ აღიარებას, რომ ეს ცილისწამებლური განცხადებები ჩემთვის ზიანის მოყენების მიზნით გაავრცელა. ამ მოთხოვნებს მოქალაქე პატარაია ოფიციალურად მიიღებს ჩემი იურისტებისგან.

მოქალაქე ბაია პატარაიას ვაძლევ დროს 1 თებევრლამდე, რომ მოვგვარდეთ და ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე აღიაროს საჯაროდ – (აღიარების ფორმას, ადგილს და დროს ჩემი იურისტები განუსაზღვრავენ).

თუ ქალბატონმა პატარაიამ გადაწყვიტა რომ უარი თქვას აღიარებაზე და გააგრძელოს მთელი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია ცილისწამებლის რეპუტაციით, საქმე წავა სასამართლოში და დაიწყება პროცესი, რომელიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული პოლიტიკური დისკუსიის გაჯანსაღებაში“, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge