ამ წუთებში მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული აქტივისტების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის – სასამართლო პროცესი იმართება.
ვეფხია კასრაძემ სიტყვის გამოსვლისას კათოლისო-პატრიარქ ილია მეორეს მიმართა.
„მინდა მივმართო საპატრიარქოს, ჩაერთოს ამ საქმეში – დაინტერესდეს. მინდა მივმართო ჩვენს პატრიარქს, ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები, დაესწრონ ჩვენს სასამართლოებს, რათა აღიკვეთოს ეს ბოროტება, რაც დღეს ხდება. ამ ახალგაზრდებს ართმევენ სიხარულს, ართმევენ მომავალს, რაც დანაშაული კი არა, ბოროტებაა. დღეს საქართველო არის დაპყრობილი და მე მინდა რომ მივმართო საზოგადოებას, რომ ამაზე ხმა უნდა აიმაღლონ“, – აღნიშნა კასრაძემ.