საქსტატის ცნობით, 2024 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას 671 337 ადამიანი იღებდა, მათგან 222 618 ადამიანი ისეთი ოჯახიდანაა, რომლის ერთი წევრი მაინც ჩართული იყო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
ეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 18%-ია.
2023 წელს შემწეობას 656 128 ადამიანი იღებდა (17.7%). შესაბამისად, მათი რაოდენობა 15 209-ით არის გაზრდილი.