„ინფო რუსთავის“ ცნობით, რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად, დაიწვა „ფორდის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი.
ტრანსპორტში მყოფმა პირებმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.