მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში გუშინდელ პოეზიის საღამოზე, პოეტ გაგა გოგსაძის მიერ გაჟღერებულ საპროტესტო გზავნილებზე ისაუბრა.
დუმბაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მიმდინარე აქციებისას დაკავებული აქტივისტების შესახებ.
„მისი პოეზიის საღამო იყო. ვიცოდი მისი პოზიციის შესახებ… მისი უფლებაა მისი აზრის გამოხატვა…
რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს პატიმრების მიმართ? მე გადმოვფენდი თეთრ ბაირაღებს და ყველას გამოვუშვებდი. სხვა სირღმეებში ნუ შევალთ, მე ვარ მწერალთა სახლის დირექტორი, რომელსაც მაინტერესებს ნიჭიერი ადამიანები. მისი უფლება იყო, წაეკითხა ლექსები და ეთქვა ის, რაც თქვა და ამის გამო არც არავინ შეშფოთებულა და არც არავის წინააღმდეგობა გაუწევია, – ამბობს ქეთი დუმბაძე.
შეგახსენებთ, გაგა გოგსაძემ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
მისი პოეზიის საღამო მწერალთა სახლში გაიმართა.