Friday, May 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქოცი მოქმედებს პრინციპით – მე ბიძინა მაწყობს…”- ვახო სანაია განცხადებას ავრცელებს

April 30, 2025
“ქოცი მოქმედებს პრინციპით – მე ბიძინა მაწყობს…”- ვახო სანაია განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“რიგით ქოცს აშფოთებს ქალთან არაადამიანური მოპყრობა და მერე მისი დაპატიმრება ვიღაც ჭანჭიკი დგებუაძის გამო; აშფოთებს ოჯახში შევარდნა, სადაც ორსული ქალი და ბავშვი იმყოფებიან; აშფოთებს, როცა ქალს სახლში უცვივდებიან და ამას იქვე მამა და შვილი უყურებენ; აშფოთებს, როცა ქალს კისერს უგრეხენ აქციებზე; აშფოთებს ახალგაზრდების უმოწყალო ცემა; აშფოთებს ნარკოტიკების ჩადება….
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მტრად მიაჩნია, მართლა აშფოთებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჰუმანურია. იმიტომ, რომ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს.
ქოცი წუხს, რომ პროტესტმა ღრმად შეაღწია მეტისმეტად ვიწრო წრეებში, სანათესავოში, ოჯახებშიც კი.
და თუ ეს სისასტიკე მისი ოჯახის წევრს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს შეეხო, მას მოუწევს, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და გარშემო დაამტკიცოს, რომ ადამიანია, მინიმუმ არაადამიანი არ არის; როცა მის უახლოეს ადამიანს იზოლატორში გააშიშვლებენ ან ციხეში ჩასვამენ, მან ან სანათესავო უნდა დაკარგოს ან ფორმალურად მაინც დაანახოს სხვებს, რომ ადამიანად რჩება. ანუ ეს ფაქტი შეუძლებელს გახდის, დარჩეს ბიძინას ისეთ ხმამაღალ მხარდამჭერად, როგორიც მანამდე იყო (თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებზეც კი გაჩუმდნენ, მაგრამ დისკომფორტი მაინც აქვთ საზოგადოებრივი აზრის გამო).
ქოცი მოქმედებს პრინციპით – მე ბიძინა მაწყობს, მხარს ვუჭერ, ათასი მოგონილი საბაბით გავამართლებ მის მმართველობას, ამიტომ ეს სისასტიკე მე არ შემეხება. ყველაფერზე ტაშს ვუკრავ და მე არავინ მომექცევა ასე, მაგრამ არის ფაქტები, როცა ვერც სუფრაზე, ვერც ბირჟაზე, ვერც სანათესავოში ვეღარ ვიქნები ისეთი ფაქტების გამმართლებელი, რომელიც ჩემს ვიწრო წრეს შეეხება. განიარაღებული ვრჩები, ვერანაირი სხვა საბაბი და გამოგონილი ,,არგუმენტი” ვერ მშველის მაშინ, როცა ჩემს ნათესავ ქალს გააშიშვლებენ; ჩემს ბიძაშვილს ნარკოტიკს თუ ჩაუდებენ, მე ვერ დავიმალები და სასამართლოზე მისვლა მომიწევს სხვა ნათესავებთან ერთად.
ამიტომ შფოთავს ქოცი და არა იმიტომ, რომ ჰუმანური პრინციპები იღვიძებს მასში. თუ ამთავრებ დიქტატურის დამყარებას, ისე გააკეთე, მე არ ჩამაგდო ასეთ ,,უხერხულ” მდგომარეობაში.
სამწუხაროდ, ის კი არ ესმით, რომ სხვანაირად არ მყარდება დიქტატურა. ჰგონიათ, გაძვრებიან. ვერა. ზუსტად ასე მოქმედებს დიქტატურა, ის ბოლოს ყველაზე თავგადაკლულ ქოცსაც შეეხება – არა მხოლოდ ახლო წრეს, არამედ პირადად მასაც, მაგრამ, როგორც კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დაწერა,
შენამდე რომ მოვლენ, ესე იგი, ყველას გადაგვიარეს
და შენს დედასაც შ***ცი აწი”- – წერს სანაია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან მოიმატეს ტემპერატურა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • საქართველოში ბრიტანეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • რატომ დააჯარიმეს რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge