თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
ცეცხლი გავრცელდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია განლაგებული.
ამ ეტაპისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშალებულები არ არიან.
ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.