დღეს დილიდან ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.
აღნიშნულს სოციალური ქსელით საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„ტერორი საქართველოში დღეს დილით სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე განხორციელებული დარბევა კიდევ ერთი ავტორიტარული მცდელობაა განსხვავებული აზრის ჩახშობისა და დემოკრატიული ხმების ჩახშობისა. რეჟიმმა შეიძლება შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას. ხალხი არ გაჩუმდება!” – წერს ის.