ვატიკანის შეფასებით, პაპთან გამოსამშვიდობებლად შაბათს არანაკლებ 200 ათასი ადამიანი მივიდა. შეკრებილთა შორის არიან სხვადასხვა სტატუსის ადამიანები, ასევე მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ მინისტრი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.
პაპის დაკრძალვას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მელანია, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პირველი ლედი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს – ის 55 წლის გახდა.
ტრამპის ჩაცმულობა ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზინეტს დრესკოდის დარღვევაში ადანაშაულებენ.